კიევის საქალაქო საბჭომ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კიევის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.
„კიევის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის დიდი მეგობრისთვის, ბორის ჯონსონისთვის, კიევის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ. ჯონსონი რამდენჯერმე ეწვია უკრაინის დედაქალაქს – როგორც მშვიდობის დროს, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ყველაზე დრამატულ დროს. ჯონსონმა გააკეთა და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს ყველაფერს, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიო ლიდერებმა უკრაინას საჭირო დახმარება გაუწიონ. გელოდებით ისევ კიევში”,_ განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.