https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

15:21; 25.11.2022
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ხანძრებით თუ გაჩეხვით ტყეების განადგურებამ, მთელ მსოფლიოში საშიშ მასშტაბებს, დიდი ხანია, გადაასწრო.

ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაშიც რომ უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ფაქტია.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზით, ყოველ წელს ნადგურდება ტყის მასივები, ნაკლებად ხდება ტყეების აღდგენა, კონკრეტული თუ სახელმწიფო ინიციატივების აქტივობა, ნაკლებად ჩანს.

ტყე ყოველთვის შეიძლება განახლდეს, როგორც ნატყევარ ადგილზე, ისე სულ თავიდან შეიქმნას, სადაც ადრე საერთოდ არ ყოფილა. ეს შეიძლება მოხდეს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური გზით.

ტყესთან ადამიანი მთელი თავისი არსებობით არის მიჯაჭვული და დღეს ამ ერთობას, როგორც არასდროს, ისე არასდროს დამუქრებია საფრთხე. ამიტომ თითოეული ჩვენგანის ვალია, გამუდმებით ვიფიქროთ მის აღდგენა-განახლებაზე.

დღეს ‘კარმიდამო ჩემი’ ტყის აღდგენა-გაშენებაზე გესაუბრებათ.

ტყის ბუნებრივი განახლება ხდება ხეებიდან ჩამოყრილი თესლით, მოჭრილი ხის ძირკვების ამონაყრით, ფესვების ნაბარტყით.

ტყის მერქნიანი ჯიშების უმეტესი ნაწილის თესლები ფართობზე ქარის საშუალებით ვრცელდება. ამის გარდა, თესლი ერთი ადგილიდან მეორეზე, ტყის ფაუნის წარმომადგენლებს და გამდინარე წყალს გადააქვს.

თესლით ტყის განახლება მთელ ფაქტორზეა დამოკიდებული. კერძოდ, თესლმსხმოიარე წლების განმეორების სიხშირეზე, თესლის შენახვისა და გაღვივება-აღმოცენების პირობებზე, ტყის სიხშირეზე, მკვდარი საფარის სისქეზე და სხვა.

რაც უფრო მეორდება უხვი თესლმსხმოიარობის წლები, ტყის ბუნებრივი განახლებაც წარმატებით მიმდინარეობს.

ზოგიერთი ჯიშის თესლი, თუ ზამთრის განმავლობაში დაფარული არაა ჩამოცვენილი ფოთლებით, შესაძლებელია, ყინვებით დაზიანდეს. ასეთია მუხის, წაბლისა და წიფლის თესლები. თესლების ფოთლებით დაცვა, მით უფრო უზრუნველყოფილია, რაც უფრო ხშირია ტყე.

დიდი მნიშვნელობა აქვს აღმოცენებისთვის ტემპერატურას. სამეცნიერო ლიტერატურული მონაცემებით, აღმოცენებისთვის მინიმალურ ტემპერატურად ითვლება 5-6 გრადუსი სითბო, მაქსიმალურად _ 37-38 გრადუსი. აღმოცენებას ხელს უშლის მშრალი და ცხელი ამინდი.

ტყის აღმონაცენისა და მოზარდი ხის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა სინათლე, რომლის ინტენსივობა ტყის ქვეშ დამოკიდებულია კალთის შეკრულობის ხარისხზე. რაც მეტია კალთის შეკრულობა, მით ნაკლები სინათლე გაივლის მის ქვეშ და აღმონაცენი თუ მოზარდი ხე არახელსაყრელ პირობებში რჩება. ტყის კალთის შეკრულობის ხარისხი და ამასთან დაკავშირებით ტყის ქვეშ სინათლის ინტენსივობის ცვალებადობა გავლენას ახდენს, აგრეთვე, ბალახეული საფარის განვითარებაზეც და მკვდარი საფარის სისქეზე.

რაც უფრო მდიდარია და მეტადაა განლაგებული ნიადაგი ტყის ქვეშ, მით ძლიერია ბალახის განვითარება. მეჩხერ კორომებში ხშირად ნიადაგის დაკორდებაც შეინიშნება, რაც აბრკოლებს აღმონაცენის განვითარებას. ამიტომ ტყის ბუნებრივ განვითარებას ამ კუთხითაც სჭირდება დაკვირვება და ერთგვარი ‘დახმარება’, რომ ეს კორდები გასწორდეს. თორემ ხშირად დაკორდებულ ნიადაგებზე , ბალახის კონკურენციის შედეგად, აღმონაცენი ისპობა და ტყის განახლების პროცესი წყდება.

კალთის ძლიერი შეკრულობის შემთხვევაში, ტყის ქვეშ სინათლის სიმცირის შედეგად, ნელდება მკვდარი საფარის გახრწნის პროცესი. ამიტომ ასეთ ტყეში მკვდარი საფარი სქელი და უხეშია. განახლების პროცესზე უარყოფითად მოქმედებს.

გვახსოვდეს, ტყის სიხშირის რეგულირებით შესაძლებელია ვარეგულიროთ სინათლის ინტენსივობა, მკვდარი საფარის სისქე და ბალახეული საფარის განვითარება, რითაც ბუნებრივი განვითარების სასურველ შედეგსაც მივაღწევთ.

სქელი, მკვდარი საფარის გახრწნის დაჩქარების კარგ საშუალებად ითვლება ტყის სიხშირის შემცირება და საფარის ე. წ. “აჩიჩქვნა”.

ძლიერ განვითარებული ბალახის საწინააღმდეგო ღონისძიებად ითვლება ტყის ჭრის ნარჩენების დაწვა, ბალახის მოცლა ხელით სამუშაო იარაღებით ან მექანიზებული საშუალებებით. ბალახის მოცილებას ჩვეულებრივად აწარმოებენ ორი მეტრის სიგანის ზოლებზე.

საგულისხმოა, რომ ბუნებრივ განახლებას ხშირად აბრკოლებს ქვეტყეც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ ე. წ. მარადმწვანე ქვეტყე, რომელიც საქართველოში (გურიაში, მაგალითად) წარმოდგენილია შქერით, წყავით…

ქვეტყე ძალზე ჩრდილავს აღმონაცენს და სპობს მას. ამიტომ ასეთ პირობებში ტყის აღდგენისთვის საჭიროა ქვეტყე გაიჩეხოს ორი-სამი მეტრის სიგანის ზოლებად. ამის შემდეგ ეს ქვეტყე უნდა ამოიძირკვოს და ზოლებზე , ბაქნებზე დაირგოს სწრაფმოზარდი ჯიშების ნერგები…

ტყის ბუნებრივი განახლება ვეგეტატიური გზით (ძირკვის ამონაყარი, ფესვის ნაბარტყი) ძირითადად ფოთლოვან ჯიშებს ახასიათებთ. წიწვოვანი ჯიშებიდან ამონაყარს მხოლოდ უთხოვარი, სექვოია, ჭაობის კვიპაროსი და კიდევ რამდენიმე ჯიში იძლევა..

ამონაყრით ტყის ჯიშების გაახლების უნარი დამოკიდებულია ხის ასაკსა და ძირკვის დიამეტრზე _ რაც მეტი ხნისაა და მსხვილია მისი ღერო, მით შემცირებულია ამონაყრის მოცემის უნარი.

ამონაყრის განახლება, აგრეთვე. დამოკიდებულია ხის მოჭრის პერიოდსა და ჭრის წესზე. უმჯობესია, ჭრა შემოდგომაზე ჩავატაროთ.

რაც შეეხება ტყის ხელოვნურ განახლებას, ის უნდა ვაწარმოოთ ისეთ ფართობებზე, სადაც ბუნებრივი განახლება გარკვეული ხელშემშლელი მიზეზების გამო, უზრუნველყოფილი არაა. ხელოვნური განახლება შეიძლება ჩატარდეს არსებული ტყის კალთის ქვეშ, პირწმინდად ტყე გაჩეხილ ფართობზე, ისეთ ფართობზე, სადაც მიღებულია მეურნეობისთვის არასასურველი ჯიშების (ხისა და ბუჩქის) განახლება.

ტყის ხელოვნური გაშენება გულისხმობს ისეთი ფართობების გატყევებას, რომელზეც ხანგრძლივი დროის მანძილზე ტყე არ არსებობდა.

კალთის ქვეშ, ტყის ხელოვნური განახლება ნიშნავს, მოსაჭრელად განკუთვნილი ტყის ქვეშ, მოჭრამდე 1-3 წლით ადრე, თესვას ან რგვას. ამ შემთხვევაში მთავარი მიზანია, გამოვიყენოთ ტყის კალთის დაცვითი ფუნქცია. როგორც ცნობილია, ტყის ქვეშ ვერ ვითარდება ბალახი, არ აქვს ადგილი ადრეულ და გვიან ყინვებს, მზის პირდაპირი რადიაციის მავნე გავლენას, ნიადაგის წყლის გაყინვას.

ტყის ხელოვნური განახლება და გაშენება (ტყის კულტურები) წარმოებს თესვით ან რგვით. ნიადაგის დამუშავება, სარგავი მასალის დახარისხება, შენახვა და დასარგავად მომზადება ისეთივე წესით წარმოებს, როგორც ტყის ზოლების გაშენების შემთხვევაში.

თუ ტყეს ხელოვნურად საგულდაგულოდ ვაშენებთ როგორც თესვით, ისე დარგვით, უნდა დავიხსომოთ და გავითვალისწინოთ, რომ ამ პროცესს ახლავს როგორც დადებითი, ისე _ უარყოფითი მხარეები.

თესვის დროს დადებითი მხარეებია: მცენარის ფესვთა სისტემა ნორმალურად ვითარდება; მარტივია თესვის აგროტექნიკა; არაა საჭირო სანერგეების მოწყობა.

უარყოფითად ითვლება: თესვით გაშენებისას საჭიროებს მეტი მოვლითი ღონისძიების ჩატარებას, ვიდრე ნარგავი. ჯიშების მეწლეობა აძნელებს თესლით უზრუნველყოფის საქმეს. სათესლე მასალა მუდმივ ადგილზე გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე სანერგეში სარგავი მასალის გასაზრდელად.

დარგვით ტყის გაშენების დადებითი მხარეებია ის, რომ ტყე შენდება ჩამოყალიბებული მცენარეებით, რომელთაც მეტი უნარი აქვთ, დაძლიონ სარეველების კონკურენცია. რგვის პირველი წლიდანვე მცენარეები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ანალოგიურ პირობებში ნათესი.

უარყოფითი მხარე რგვით გაშენებისა კი ის არის, რომ სამუშაო უფრო რთულია, ვიდრე თესვის პროცესში. რგვის პროცესში ფესვთა სისტემის დეფორმაცია-დაზიანება ხდება.

მშრალ პირობებში, სადაც ნიადაგი სწრაფად შრება, წიწვოვნებისა და წვრილთესლოვანების თესვით გასენება ცუდ შედეგს იძლევა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დაბლობ რაიონებშიც წიწვოვნებისა და წვრილთესლოვანების თესვით გაშენება არასაიმედოა. ამიტომ ასეთ ადგილებში რგვით გაშენებაა უმჯობესი.

თესვისა და რგვის უმჯობეს დროდ ადრიანი გაზაფხული ითვლება.

ტყის გაშენების უკეთესი შედეგების მისაღებად საჭიროა, წინასწარ იქნას დადგენილი ტყის კულტურების ტიპი, რაც გულისხმობს ჯიშების შერჩევას, მათი შერევის სქემას, მცენარეებს შორის დაცილებას, მწკრივებსა და მწკრივთაშორისებში კულტურების გაშენების წესს.

ტყის განვითარებაში, ასევე, საკმაოდაა გავრცელებული მოვლენა, ჯიშთა ცვლის სახელწოდებით. ტყის ჯიშობრივი შემადგენლობის ცვლის პროცესს იწვევს მრავალი ფაქტორი , მათ შორის კლიმატის და ნიადაგური პირობების ცვალებადობა, რაც ცალკე საუბრის თემაა.

ტყე
გაზიარება12Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ცენტრალურ გზაზე საორიენტაციო ბოძებს აზიანებენ

ქართული რაგბი და თიბისი პარტნიორობის ახალ ეტაპს იწყებენ - #რაგბიჩვენითამაშია

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოძრავ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

19:35; 17.12.2025
პოლიტიკა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

19:12; 17.12.2025
პოლიტიკა

მაია ბითაძე: 1 იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება

18:52; 17.12.2025
ფინანსები

AI-ს სასტიპენდიო პროგრამაზე 1500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

18:40; 17.12.2025
საზოგადოება

“სამართლიანი არჩევნები” განცხადებას ავრცელებს

18:30; 17.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:17; 17.12.2025
ფინანსები

“არ მოგერიდოს, იკითხე“-  დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა

17:12; 17.12.2025
ფინანსები

თიბისი 33 წლისაა- თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

16:59; 17.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა

16:53; 17.12.2025
საზოგადოება

იზრდება თუ არა დენის და გაზის გადასახადი

16:47; 17.12.2025
საზოგადოება

25 დეკემბერს ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე აინთება

16:13; 17.12.2025
პოლიტიკა

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა მანამ, სანამ”- ევროკავშირის საბჭო

15:34; 17.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კამპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული

15:23; 17.12.2025
default
საზოგადოება

ლანჩხუთი-ლესას 8 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალი გაიხსნა

14:32; 17.12.2025
საზოგადოება

როდის აანთებენ ჩოხატაურში საახალწლო ნაძვის ხეს

14:11; 17.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო