ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, მომღერლისა და ლოტბარის, რამინ მიქაბერიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე რამინ მიქაბერიძეს საპატიო ჩოხატაურელის წოდება მიენიჭა.
“ბედნიერებაა, რომ ჩოხატაურს ჰყავს ასეთი საამაყო ქართველი, გენიალური ნიჭის მქონე პიროვნება, ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის გამგრძელებელი.
აღსანიშნავია, რომ ღვაწლმოსილი მომღერლის გზას ღირსეულად აგრძელებს რამინ მიქაბერიძის შთამომავლობა. დღეს განსაკუთრებით ემოციური იყო სამი თაობის ხილვა სცენაზე.
მადლობა თქვენ ქართული კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ხალხური სიმღერის შენარჩუნებისა და ახალი თაობისთვის გაზიარების საქმეში“,_ აცხადებს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე.
ღონისძიებას გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შემოქმედებითი საღამო ჩოხატაურის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა.