ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო- “ბომონდში” “გოლიათი” ბავშვი დაიბადა. ინფორმაციას კლინიკის “ფეისბუქ-გვერდი” ავრცელებს.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთის ცენტრალური საავადმყოფო-ბომონდი -ს სამეანო გინეკოლოგიურ დეპარტამენტში 10 ახალშობილი დაიბადა,მათ შორის 1 გიგანტი კაცი მოევლინა საკეისრო კვეთის გზით!!! რომლის წონაც 4800,0 პატარა სანდრო და დედა თავს გრძნობენ, იდეალურად და რამდენიმე დღით რჩებიან ჩვენს კლინიკაში!!!”,-წერია ინფორმაციაში.