25 , 26, 27 ნოემბერს ბათუმში, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძის და ოთარ ბაკურაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი, 2010 – 11 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა.
შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ და შინ მედლებით დაბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები. რესპუბლიკური ტურნირიდან ოზურგეთში 16 მედალი წამოვიდა.
მათ შორის 5 ოქრო,3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. ოქროს მედალი: – გიორგი ჩხიკვაძე (29 კგ), გეგა გირკელიძე ( 32 კგ), ნიკოლოზ კუტუბიძე ( 42კგ), გიორგი კვერღელიძე ( 55კგ), საბა ტაკიძე ( 66 კგ) ვერცხლის მედალი: – რომანოზ თოიძე ( 29 კგ), გაბრიელ თავბერიძე ( 38 კგ), დათა ქილიფთარი ( 50 კგ).
ბრინჯაოს მედალი: – დავით გეგეჭკორი ( 26 კგ), გიორგი მათითაშვილი ( 35 კგ), დავით მატკავა ( 35 კგ), მათე ცეცხლაძე ( 38 კგ), ერეკლე მაჭარაშვილი ( 42 კგ), საბა ვაშალომიძე ( 55 კგ), ოთარ დარბაიძე ( 60 კგ), ნიკოლოზ ჯოგლიძე ( 66 კგ).
ოზურგეთელი მოჭიდავეები ასპარეზობისთვის მწვრთნელებმა : ვლადიმერ და ირაკლი ზურაბიანებმა, კობა ბალავინოვმა, კახაბერ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ და ლაშა ქადეიშვილმა მოამზადეს.
ავტორი