https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მაიკ ტაისონმა ლეო მესი დაიცვა

10:50; 30.11.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გუშინ, კატარში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე „ა“ და „ბ“ ჯგუფებში დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართა.

„ა“ ჯგუფში როგორც მოსალოდნელი იყო ნიდერლანდების ეროვნულმა გუნდმა აუღელვებლად და ზედმეტი ენერგიის დაუხარჯავად კატარის ნაკრები დაამარცხა – 2:0.

პარალელურად მიმდინარე მატჩში, აფრიკის ამჟამინდელმა ჩემპიონმა სენეგალის ნაკრებმა ეკვადორს სძლია – 2:1.

ამ ჯგუფიდან ჩემპიონატის მედლებისათვის ბრძოლას ნიდერლანდები და სენეგალი გააგრძელებენ.

„ბ“ ჯგუფში ინგლისმა უელსს მოუგო – 3:0, აშშ–ის ნაკრებმა კი დაძაბულ ბრძოლაში ირანი დაამარცხა – 1:0.

„ბ“ ჯგუფიდან მომდევნო სტადიაზე ინგლისი და აშშ–ის ნაკრები იასპარეზებენ.

უკვე ცნობილია მერვედფინალური ეტაპის ორი წყვილი. ნიდერლანდები აშშ–ს დაუპირისპირდება, ინგლისი კი სენეგალს.

ორი დღის წინ, კრივში, ოთხ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი, მექსიკელი კანსელ ალვარესი ლეო მესის დაუპირისპირდა. არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ, გასახდელში სამხრეთამერიკული გუნდის კაპიტანმა ლიონელ მესიმ მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც ცნობილი მოკრივის გაღიზიანება მოჰყვა.

„მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად შემხვდეს. თუ მე პატივს ვცემ არგენტინას, მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს და მექსიკას პატივი სცეს. მან უღირსი საქციელი ჩაიდინა“ ,- დაწერა კანსელომ ტვიტერზე.

მესი თავდაპირველად მეგობარმა და თანაგუნდელმა სერხიო აგუერომ დაიცვა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ კანსელომ არ იცის, თუ რა ხდება რეალურად გასახდელში. მაისურები მუდმივად იატაკზე ყრია, რადგან ოფლიანია.

კანსელ ალვარესი აგუეროსაც „გამოეხმაურა“:

„შენც ნაძირალა ხარ. ჯერ რაღაცას წერ, ახლა კი უკან იხევ. ნუ იქნები თვალთმაქცი ნაძირალა“.

ამის შემდეგ საქმეში „მძიმე არტილერია“, არგენტინის ეროვნული გუნდის დიდი ქომაგი, ახლო წარსულში ცნობილი მოკრივე მაიკ ტაისონი „ჩაერთო“:

„ვიღაც, სახელად კანელო, მესისა და შემდეგ აგუეროს დაემუქრა. თუ ის ლეოს შეეხება, მაშინ დიდხნიანი პაუზის შემდეგ რინგზე დაბრუნება მომიწევს“.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია კი ფიფაში მტკიცებულებების წარდგენას აპირებს, რომლითაც დაამტკიცებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ურუგვაის წინააღმდეგ, პორტუგალიელთაგან პირველი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

ხსენებული შეხვედრის 54-ე წუთზე კრიშტიანუ, ბრუნუ ფერნანდეშის ჩაწოდებულ ბურთზე ახტა და როგორც ჩანს, თმის წვერებით შეეხო სფეროს. ყოველ შემთხვევაში, თავად ამტკიცებს, ბურთი შემეხოო.

ფიფამ გოლი ფერნანდეშს ჩაუწერა, რომელმაც შემდეგ პენალტიც გაიტანა და დუბლის ავტორი გახდა. პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა და ვადამდე მოიპოვა მერვედფინალის საგზური.

თავად ამ აურზაურისა და გაუგებრობის მთავარი გმირი კრიშტინო რონალდო აცხადებს, რომ კატარის მუნდიალზე ურუგვაისთან მატჩში გატანილი პირველი გოლი, რომელიც ბრუნო ფერნანდეშს ჩაუთვალეს, სწორედ მან გაიტანა.

„შეხება იყო! ბურთი მე შემეხო!“, – მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ რონალდოს მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომელიც ტელეეთერში მოხვდა, „O Jogo“ აქვეყნებს.

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი, რომელიც ტრავმას იშუშებს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბრაზილიისა და შვეიცარიის მეორე ტურის მატჩს ვერ დაესწრო. მას სიცხემ აუწია.

„ნეიმარი შეუძლოდ იყო და მატჩს ამიტომ ვერ დაესწრო. მას არა მხოლოდ ტრავმა აწუხებს. თამაშის წინ სიცხემ აუწია, თავს ცუდად გრძნობდა. ვიმედოვნებთ მალე გამოჯანმრთელდება“. – განაცხადა ნეიმარის თანაგუნდელმა ვინისიუსმა.

ბრაზილიაში იმედი აქვთ, რომ ნეიმარი გუნდს მერვედფინალში დაუბრუნდება, თუმცა შიშობენ, რომ 30 წლის ფეხბურთელის დაბრუნების თარიღმა შესაძლოა კიდევ გადაიწიოს.

ნეიმარის თემას გამოეხმაურა ახლო წარსულში ცნობილი ბრაზილიელი მოთამაშე რონალდო, რომელმაც ნეიმარს ვრცელი წერილით მიმართა და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„ამ წერილის სხვაგვარად დაწყება არ შემეძლო: ნეიმარ, შენ განსაკუთრებული ხარ! დიადი!

დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელების უმრავლესობას ისევე უყვარხარ და შენით აღფრთოვანებულები არიან, როგორც – მე. შენს ტალანტს მთელი მსოფლიო აღიარებს. ამიტომაც არის, რომ ამდენ ღვარძლსა და შურს აწყდები. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ზოგიერთებმა შენი ტრავმით გაიხარეს. ეს რა სამყაროა? საით მივექანებით? ახალგაზრდა თაობას რა მაგალითს ვაძლევთ? სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მსგავსი მიდგომა ზოგისთვის ნორმად იქცა.

სწორედ ამიტომ მე დღეს გეუბნები: დაბრუნდი უფრო ძლიერი, გონიერი და მოგებაზე დამშეული! სიკეთე, რომელსაც შენ მინდორზე აჩვენებ, გაცილებით მეტია, ვიდრე – შური. არ დაივიწყო ის გზა, რომელმაც შენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდად გაქცია. ბრაზილიას შენ უყვარხარ! ნამდვილ ქომაგებს შენი გოლები და დრიბლინგი სჭირდება! არ მიაქციო ყურადღება მხდალ და შურიან ხალხს და კონცენტრირება სიყვარულზე გააკეთე. ყველას, ვინც ამ წერილს წაიკითხავთ, გთხოვთ, რომ გვერდში დაუდგეთ მთლიანად ბრაზილიის ნაკრებს, ნეიმარს, დანილოსა და სხვა ფეხბურთელებს“.

ფრანგული „L’Equipe“-ს მტკიცებით, ბელგიის ნაკრებში ძალიან დაძაბული შიდა ვითარებაა. ფეხბურთელები ხშირად კამათობენ და ეჩხუბებიან ერთმანეთს. კევინ დე ბრუინი ტიბო კურტუას არ ელაპარაკება, ედენ აზარი – ლეანდრო ტროსარდს. არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ რომელუ ლუკაკუსა და მიში ბატშუაის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ–ერთ საწვრთნელ ვარჯიშზე დე ბრუინმა, აზარმა და ვერტონგენმა ცხარედ იკამათეს, რომელშიც ლუკაკუ ჩაერია და მოჩხუბარნი დაამშვიდა.

გუშინ კიდევ ერთი სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი, ოღონდ მას უფრო პოლიტიკური სახე აქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანის ფეხბურთელებს დაემუქრნენ, რომ თუ აშშ–თან შეხვედრისას „არასათანადოდ მოიქცევიან“ მათ ოჯახებს დააპატიმრებენ ან აწამებენ.

CNN –ის ინფორმაციით, ირანელი ფეხბურთელები, მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, ინგლისთან მატჩის დაწყებამდე ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს, ირანის რევოლუციის გუშაგთა წევრებმა დაიბარეს და ოჯახის წევრების დაპატიმრებით ან წამებით დაემუქრნენ. ამასთან ერთად, ისიც განუცხადეს, რომ სამშობლოს ჰიმნის გულმხურვალედ სიმღერა ისლამური სახელმწიფოს სამუდამოდ არსებობის ერთ–ერთი გამოხატულებაა.

თავიანთი ფეხბურთელების გასაკონტროლებლად კატარში დიდი რაოდენობით ირანული დაცვის სამსახურის წევრები ჩამოიყვანეს. მათ აკრძალული აქვთ უცხოელებთან საუბარი ან მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრებთან ერთად ყოფნა.

პოლონეთში კი სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. დაუჯერებელი ამბავი მოხდა ქალაქ კელცეს ერთ–ერთ საავადმყოფოში – პაციენტმა ოპერაციისას ანესთეზიაზე იმის გამო თქვა უარი, რათა მატჩისთვის ეყურებინა. ქირურგებიც თავდაუზოგავი გულშემატკივრები იყვნენ, უარი არ უთხრეს და თამაშს ერთად უცქირეს.

საინტერესოა რომ ეს ფაქტი ირანისა და უელსის შეხვედრის დროს დაფიქსირდა და წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნება პოლონეთში მათი ეროვნული გუნდის თამაშისას, რომელიც ორი ტურის შემდეგ C ჯგუფში 4 ქულით ლიდერია და დღეს არგენტინას დაუპირისპირდება.

ცნობილი გახდა რომ ფიფამ გერმანიის ნაკრები ათი ათასი ევროთი დააჯარიმა. პრესკონფერენციაზე მხოლოდ გუნდის მთავარი მწვრთნელის მისვლა 10 000 ევრო ჯდება.

ასეთია ფიფას წესები მსოფლიოს ჩემპიონატზე და ეს წესი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგად ამოქმედდა. ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთელი არ წაიყვანა და ჟურნალისტების წინაშე მარტო წარსდგა. ფიფა კი ყველა გუნდს ავალდებულებს, რომ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რომელიმე მოთამაშეც იყოს.

შესაბამისად, ფიფამ გერმანიის ნაკრები 10 000 ევროთი დააჯარიმა. უფრო ზუსტად, 10 000 შვეიცარიული ფრანკით, რაც 10 100 ევროა. ამასთან, ფიფამ გერმანიის საფეხბურთო კავშირს გაფრთხილებაც გაუგზავნა, რომ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

ესპანეთის ნაკრების მცველმა დანი კარვახალმა კი გერმანელ ანტონიო რიუდიგერს პირობა მისცა, რომ მუნდიალის ბოლო ტურში მისი გუნდი იაპონიას დაამარცხებს, ეს კი, ბუნდესნაკრებს ჯგუფიდან გასვლას გაუადვილებს. კარვახალმა აღნიშნულის შესახებ გერმანელებთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„ის შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც გერმანიასთან დავუშვით და იაპონია დავამარცხოთ.

რიუდიგერმა სწორედ ეს მითხრა: „მოუგეთ იაპონიას“. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ასეც იქნება. პირველი ადგილის დაკავება გვინდა და მერეც ყველა თამაშში უნდა გავიმარჯვოთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გერმანიის ნაკრების დამრიგებელ ჰანსი ფლიკს შეუთანხმდა, რომ მიმდინარე მუნდიალის ფინალში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება.

„ფლიკი ძალიან მომწონს. ის ძალიან განათლებულია და მისი ფეხბურთის ცოდნის დონე მაღალია. ფეხბურთელები მას პატივს სცემენ.

ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ მუნდიალის ფინალში შევხვდებით. ასე რომ, ერთმანეთს 18 დეკემბრამდე დავემშვიდობეთ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, რომელიც ყატარში იმყოფება, ჟურნალისტების თხოვნით მუნდიალის ჯგუფირი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა პოზიციების მიხედვით.

ჩავის სია შემდეგნაირად გამოიყურება:

საუკეთესო შემტევი – რიშარლისონი.

ყველაზე გამორჩეული ტალანტები – ჯამალ მუსიალა და პედრი.

საუკეთესო ცენტრალური მცველები – დაიო უპამეკანო და იბრაჰიმა კონატე.

გამორჩეული ფლანგის მცველი – ჟორდი ალბა.

საუკეთესო მეკარე – ტიბო კურტუა.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27 იანვარი, 2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27 იანვარი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26 იანვარი, 2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26 იანვარი, 2026
სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25 იანვარი, 2026

ახალი აღმოჩენა ანტარქტიდაში

როგორ შეგვიძლია სიბერის თავიდან აცილება

ყველა სიახლე

საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026
ფინანსები

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

15:43; 28.01.2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28.01.2026
პოლიტიკა

შეაფერხებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას

15:24; 28.01.2026
პოლიტიკა

“უკიდურესად მძიმე ფაქტი”- რას ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით შარაშიძეზე

14:41; 28.01.2026
პოლიტიკა

„რაზე იჩხუბეს მე რავიცი, რეებს მეკითხებით?!“-  ვასილ ჩიგოგიძე

14:13; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო