მიაჩნიათ, რომ დაბერება დაავადებაა, რომლისგანაც ადამიანი უნდა განიკურნოს. ახლა კი მეცნიერები ამ მიზანს უახლოვდებიან.
ბიოტექნოლოგიური სტარტაპ „Altos Labs“–ის დამფუძნებელი რიკ კლაუსნერი „სამედიცინო გაახალგაზრდავებას“ „გაახალგაზრდავების პროგრამირების“ საშუალებით აპირებს. საუბარია მეთოდზე, რომელიც მიზნად ისახავს დნმ–ის ეპიგენომის გადატვირთვას. ეს აკონტროლებს გენების გამოხატვასა და უჯრედების იდენტურობას. ტექნიკა ინდივიდუალურ უჯრედებს აახალგაზრდებს.
კლაუსნერის თქმით, უკვე დადასტურებულია, რომ მეთოდი მუშაობს და ეს თაგვებზე კვლევებმა აჩვენა.
მისი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მონაცემებიდან გამომდინარე, ის ამტკიცებს, რომ თაგვები დიაბეტისაგან და სხვა დაავადებებისგან განკურნა.
მიუხედავად ამისა, „MIT Tech“ აღნიშნავს, რომ მეცნიერული კონსენსუსი ჯერ მაინც არ არსებობს იმაზე თუ ზუსტად რა არის დაბერების გამომწვევი მთავარი მიზეზი. შესაბამისად, მისგან თავის არიდება ჯერ შეიძლება ადრე იყოს.
ავტორი