https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„თუ გავიგებთ, ვის გააქვს ინფორმაცია, გავაგდებთ“

9:21; 1.12.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გუშინ კატარის მუნდიალზე „C“ და „D“ ჯგუფებში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.

„C“ ჯგუფში არგენტინის ეროვნულმა გუნდმა პოლონეთი დაამარცხა – 2:0. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.

მექსიკის ნაკრებმა საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდს სძლია  – 2:1 და მერვედფინალურ სტადიაზე გასასვლელად მხოლოდ ერთი გატანილი გოლი დააკლდა.

ამ ჯგუფიდან ბრძოლას ლეო მესის არგენტინა და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი გააგრძელებენ.

„D“ ჯგუფში ლამის მეორე შემადგენლობით მოთამაშე საფრანგეთის ნაკრები ტუნისთან დამარცხდა – 0:1.

ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა ერთგვარი სიურპრიზი შემოგვთავაზა და დანიას მოუგო – 1:0.

ამ ჯგუფიდან პირველობის მედლებისათვის საფრანგეთი და ავსტრალია იბრძოლებენ.

გუშინ კიდევ ორი მერვედფინალური წყვილი გაირკვა. არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდება, საფრანგეთი კი პოლონეთს შეხვდება.

მექსიკელი მოკრივე – ლეო მესის დაპირისპირებაში ახალი პერსონა გამოჩნდა. აგუეროსა და მაიკ ტაისონის შემდეგ ფეხბურთის ვარსკვლავი UFC-ის არგენტინელმა მებრძოლმა სანტიაგო პონზინიბიომ დაიცვა. სენიორ სანტიაგომ კანსელო ალვარესს შემდეგი მესიჯი გაუგზავნა:

„მესიზე მუქარას აზრი არ აქვს. თუ ალვარესი ლეოს არ იცნობს, სჯობს მასზე საერთოდ არაფერი თქვას. ნორმალურია, რომ მოთამაშეებმა იატაკზე ოფლიანი მაისურები დადონ. მის ქმედებაში უპატივისმცმელობა არ ყოფილა. ლეოს ყველა უნაკლო სპორტსმენად იცნობს და მას დიდ პატივს სცემენ. ძმაო, თუ გინდა ჩხუბი, მე მზად ვარ! ოღონდ, ლეოს თავი დაანებე! რაც მესის უკავშირდება, უკავშირდება მთელს არგენტინას“, – დაწერა სანტიაგო პონზინიბიომ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ გასახდელში ლიონელ მესიმ მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც კრივში სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, მექსიკელი კანსელო ალვარესის გაღიზიანება მოჰყვა.

ბოლოსა და ბოლოს გაირკვა რომ პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდუს ურუგვაისთან ის გოლი არ გაუტანია. ბრუნო ფერნანდეშის ჩაწოდების შემდეგ კრიშტიანუ ბურთზე თავით თამაშს ცდილობდა, რომელიც კარში აღმოჩნდა და გოლი გავიდა.

რონალდუმ გოლი ისე იზეიმა, თითქოს მან გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ, გოლი ბრუნოს ჩაეთვალა. თუმცა, კრიშტიანუმ თქვა, რომ ბურთს შეეხო და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამაც ფიფას მიმართა გოლი რონალდოს ანგარიშზე ჩაეწერა.

თუმცა… „Adidas“–ის მიერ შექმნილ „ალ რიჰლას“ ბურთს შიგნით ჩამონტაჟებული აქვს სენსორული ჩიპი, რომელმაც დააფიქსირა, რომ ბრუნოს ჩაწოდების შემდეგ ბურთს არავინ შეხებია და შესაბამისად, რონალდუს კონტაქტი არ ჰქონია.

სანამ პორტუგალიელი კრიშტიანო კატარის სუსხიანი სიცხის პირობებში თავისი სამშობლოს სპორტული ღირსებისათვის იღწვის, ფრანგ ქარიმის სხვა პრობლემები აწუხებს და  დასასვენებლად გაემგზავრა. გამოცემა „ეკიპის“ ცნობით, ტრავმირებული თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დასასვენებლად ინდოეთის ოკეანის კუნძულ რეიუნონზე გაემგზავრა და საფრანგეთის ნაკრებში კატარში აღარ დაბრუნდება.

ბენზემა იქ რამდენიმე დღე გაჩერდება, შემდეგ მადრიდში ჩაფრინდება და 9 დეკემბერს ინდივიდუალურად დაიწყებს ვარჯიშს.

იყო საუბარი რომ ბენზემამ ტრავმა მოიშუშა და უახლოს დღეებში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს შეუერთდებოდა.

ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუამ ოფიციალურად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ.

„ახლა ყველა იმედგაცრუებული ვართ, მაგრამ გვჯერა, რომ ხორვატიას დავამარცხებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ. ეს ფეხბურთია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. დიახ, მაროკოსთან წაგების შემდეგ ყველანი გაბრაზებულები და მოწყენილები ვიყავით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მედიამ ეს სიტუაცია გააზვიადა და პლეი–ოფში გასვლა შეგვიძლია.

ინფორმაცია გასახდელიდან ფეხბურთელს გააქვს? ჩვენ ვმუშაობთ არა მარტო ფეხბურთელებთან, არამედ სხვა პერსონალთან, სადაც ბევრი ადამიანია. არ ვიცით, ასეთ რაღაცებს ვინ ავრცელებს, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ტყუილია. არ გვჭირდება იმის გარკვევა ვინ გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ თუ გავიგებთ, ვინ არის „ვირთხა“, ის ჩვენთან აღარ იქნება. ჩვენ ვართ გუნდი, ოჯახი, ყველაფერი გუნდში უნდა დარჩეს“, – განაცხადა ტიბო კურტუამ.

ანალოგიურ თემაზე ისაუბრა ედენ აზარმაც:

„ვერტონგენთან მაროკოსთან თამაშის შემდეგ არანაირი დისკუსია არ ყოფილა. დე ბრუინსაც ვესაუბრე იმ განცხადებაზე, რაც თამაშის სტილსა და გუნდის გადაბერებაზე თქვა, მაგრამ ეს უფრო ხუმრობით თქვა. მას გუნდისგან სრული ნდობა აქვს, ასე რომ არ იყოს, ის აქ არ იქნებოდა. ნორმალურია, რომ წაგების მერე გასახდელში გაბრაზებულები ვიყავით, მაგრამ მეტი არაფერი მომხდარა. რთული მომენტია, ჩემთვის ყველაზე რთული, რაც ნაკრებში მქონია, მაგრამ ასეთი პერიოდი დიდ გუნდებსაც აქვთ, ამიტომ, უფრო ერთიანი ვიყოთ და თამაში მოვიგოთ“, – აღნიშნა ედენ აზარმა.

ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი თანამემამულე ჟურნალისტს დაუპირისპირდა. კატართან გამარჯვების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ვან გაალმა თამაშის შესახებ ისაუბრა.

„მომდევნო ეტაპზე გავედით, ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში. გავაკეთეთ ის, რაც გვჭირდებოდა და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ბურთით გაცილებით კონცენტრირებულები ვთამაშობდით და ორი გოლი გავიტანეთ. თუმცა, ზოგიერთი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში არაა. მემფის დეპაი გუნდისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, კმაყოფილი ვარ მისი თამაშით. არ დაგავიწყდეთ, რომ ორი თვეა არ უთამაშია. გვინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ და მემფისი გვჭირდება“, – თქვა ვან გაალმა კატართან მოგებულ მატჩზე, შემდეგ კი ჟურნალისტს უპასუხა, რომელმაც ნიდერლანდელი სპეციალისტი მისი გუნდის თამაშის ხარისხის გამო გააკრიტიკა:

„ეს თქვენი აზრია, მაგრამ არ გეთანხმებით, რომ ჩვენი თამაში იმედგაცრუებაა და არ მგონია, რომ თქვენი შეფასება სწორია. ვფიქრობ, ყველა ამაყი იქნება მას მერე, რაც მერვედფინალში გავედით. მგონია, რომ ყველაფერი არც ისე ცუდია, როგორც თქვენ ამბობთ. არ ვაპირებ ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას, რადგან ვფიქრობ, რომ თქვენ ფეხბურთზე განსხვავებული აზრი გაქვთ“.

აშშ–ის ნაკრების ლიდერმა, კრისტიან პულიშიჩმა ირანის ნაკრებთან მატჩში გატანილი გოლის დროს დაზიანება მიიღო და შესაცვლელი გახდა, თუმცა გაირკვა, რომ მისი ტრავმა არც ისე სერიოზულია და ის მერვედფინალურ მატჩში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

ამერიკელმა მოთამაშემ გამოკვლევები უკვე ჩაიტარა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მას მენჯის ძვლის დაზიანება აქვს, თუმცა მხოლოდ 2-3 დღის უქმობა მოუწევს.

სენეგალის ნაკრების ფეხბურთელებმა ეკვადორთან გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა სენეგალური ფეხბურთის ლეგენდას, აწ გარდაცვლილ პაპა ბუბა დიოპს მიუძღვნეს.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც დიოპი იყო გამოსახული და ეწერა: „ნამდვილი ლომი არასდროს კვდება“.

პაპა ბუბა დიოპი ორი წლის წინ, 2020 წლის 29 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და ეს ნაბიჯიც ამას ემსახურებოდა. დიოპი სენეგალის ნაკრების წევრი იყო 2002 წლის მუნდიალზე და ამ ქვეყნის ისტორიაში სადებიუტო მატჩში მსოფლიოს ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მან გამარჯვების გოლი გაიტანა.

ფიფას წესების მიხედვით, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელს თან ფეხბურთელი უნდა ახლდეს, სენეგალის ნაკრებმა ეს წესი არ გაითვალისწინა, რის გამოც შესაძლოა დაჯარიმდეს. ფიფამ გერმანიის ნაკრები მსგავსი შემთხვევის გამო უკვე 10 000 ევროთი დააჯარიმა, რადგან ესპანეთთან მატჩის წინ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი პრესკონფერენციაზე მარტო წარსდგა. ამჯერად ასეთი ქმედება სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალიუ სისემ გაიმეორა.

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ბრაზილიელ ნეიმარს მიმართა და …საკუთარი კოჭი შესთავაზა.

„ადრე ხშირად ასე არ იყო, მაგრამ დღევანდელი თაობის გენეტიკა აჩვენებს, რომ ისინი უფრო ძლიერები, ღონიერები და სწრაფები არიან. ასე რომ, წელს უფრო მეტ კონტაქტურ თამაშს ვხედავთ. ნეიმარს ნამდვილად საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან ვწუხვარ, რომ მას ტრავმა აქვს. ჩემო მეგობარო, ჩემი კოჭი თუ გჭირდება, მოვალ და გათხოვებ, არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა კოჭების გაცვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ უბრალოდ მინდა, რომ შენი თამაში ვნახო“, – იხუმრა ალესანდრო დელ პიერომ.

საინტერესოა რომ დღეს, მამაკაცების მუნდიალზე პირველად ქალი არბიტრები იმსაჯებენ.

გერმანიისა და კოსტა რიკის თამაშის მთავარი მსაჯი ფრანგი სტეფანი ფრაპარი იქნება, ხოლო მისი ასისტენტის ფუნქციებს მექსიკელი კარენ დიასი და ბრაზილიელი ნეუზა ბაკი შეასრულებენ.

ფრაპარი გამოცდილი არბიტრია, რომელმაც უკვე იმუშავა ჩემპიონთა ლიგისა და საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებზე, ასევე იმსაჯა საფრანგეთის თასის ფინალი და ევროპის სუპერთასი 2019 წელს, ლონდონის „ჩელსისა“ და „ლივერპულს“ შორის.

მსოფლიო თასის ხელმძღვანელმა, ჰასან ალ–ტავადიმ კი განაცხადა, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის დროს მხოლოდ და მხოლოდ 400-500 მიგრანტი გარდაიცვალა.

„ერთი სიკვდილიც კი ძალიან ბევრია. ვფიქრობ, ყოველ წელს მშენებლობაზე ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პირობები უმჯობესდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ასეა, იქ სადაც ჩვენ ვაგებთ პასუხს. ზუსტი პასუხი მე არ მაქვს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე დაახლოებით 400-500 მიგრანტი დაიღუპა,“ – განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატის ხელმძღვანელმა.

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, სინამდვილეში კატარის სტადიონების მშენებლობაზე დაღუპულ მუშათა რიცხვი დაახლოებით 6-დან 15 ათასამდე მერყეობს.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025
სპორტი

“ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“ _ მერაბ ჟორდანია “გურიაში“ ბრუნდება

21:56; 26 ნოემბერი, 2025
სპორტი

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა

19:20; 22 ნოემბერი, 2025

შონ კონერი პირველი მილიონერი მსახიობი ყოფილა

ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ჩოხატაურში 800 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება იწყება

20:58; 9.12.2025
ფინანსები

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19:15; 9.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:07; 9.12.2025
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

18:40; 9.12.2025
საზოგადოება

“ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა”- რას წერს “რადიო თავისუფლება”

17:28; 9.12.2025
საზოგადოება

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება – ახალი განკარგულება

16:50; 9.12.2025
ფინანსები

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

16:49; 9.12.2025
საზოგადოება

ქუთაისში საწარმო იწვის

16:36; 9.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

16:20; 9.12.2025
საზოგადოება

RSF: საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია

15:56; 9.12.2025
სამართალი

ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

15:47; 9.12.2025
მთავარი

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

15:38; 9.12.2025
მსოფლიო

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

15:17; 9.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: 30-მა ადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს

14:52; 9.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს

14:36; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო