ყოველწლიური გამოკვლევების შედეგების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი, უკვე 20 წლის განმავლობაში მყარად ინარჩუნებს ბიზნესის წარმოებისთვის ევროპის საუკეთესო ქალაქის ტიტულს.
გამოკვლევა მსოფლიოში ცნობილმა კომპანიამ „კუშმან ენდ ბეკერმა“ ჩაატარა, რომელიც თავად უძრავი ქონებით ვაჭრობს.
მისი მონაცემებით, ლონდონი პირველ ადგილზე აღმოჩნდა 12-დან 5 კატეგორიაში.
ყოველწლიურად, ბრიტანეთის დედაქალაქი 67 მილიარდ დოლარ შემოსავალს იღებს უცხოური კაპიტალდაბანდებების წყალობით.
საუკეთესოთა სამეულში, ლონდონის გარდა, შევიდნენ ასევე პარიზი და ფრანკფურტი.
სიის ბოლოში, რომელშიც სულ 30 ქალაქია შესული, აღმოჩნდნენ ჰელსინკი და ათენი.
ავტორი