პენტაგონი 1.2 მილიარდ დოლარის კონტრაქტს კომპანია Raytheon Technologies-სთან ხელი მოაწერა, რომელმაც უკრაინას 6 ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა “ნასამსი” (NASAMS) უნდა გადასცეს, უკრაინაში ძალისხმევის მხარდასაჭერად ეროვნული გაფართოებული მიწისზედა ჰაერის სარაკეტო სისტემების, ასოცირებული აღჭურვილობის, სერვისებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ სამუშაოები მასაჩუსეტსის ქალაქ ტეუკსბერში შესრულდება და მათი სავარაუდო დასრულების თარიღით 2025 წლის 28 ნოემბერია.
შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა უკრაინისთვის ჯამში რვა NASAMS-ის გაგზავნა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. ნოემბერში უკრაინამ 2 NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე მიიღო.
როგორც ცნობილია, ექვსი NASAMS სისტემა იყო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის მეხუთე (USAI) პაკეტის ნაწილი, რომელიც გამოცხადდა 24 აგვისტოს და რომლის საერთო ღირებულება 2,98 მილიარდი დოლარია.
ავტორი