უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ნიუ-იორკში “DealBook-ის” კონფერენციაზე ონლაინ ფორმატში საუბრისას SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლი, ელონ მასკი უკრაინაში მიიწვია.
ზელენსკიმ მასკის განცხადებებზე საუბრისას უკრაინის ომთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ გაიგო, რა გააკეთა რუსეთმა უკრაინაში, უნდა ჩავიდეს და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოს.
“შემდეგ რაღაც მომენტში მეჩვენება, რომ ილონმა დაიწყო ხედვის შეცვლა და ყოველდღე გვესმოდა ამა თუ იმ სხვადასხვა აზრი. მე ვფიქრობ, რომ ან ვინმე ახდენს გავლენას მასზე, ან რატომღაც აკეთებს ამას თავისით… მე ყოველთვის გულწრფელად ვამბობ: თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და შენი თვალით ნახე. ამის შემდეგ გვეტყვი როგორ დავამთავროთ ეს ომი, ვინ დაიწყო და როდის შეგვიძლია დავასრულოთ.
სრულმასშტაბიანი შემოჭრის თავიდანვე ჩვენ ნამდვილად გვქონდა კავშირი და პირადად მე, ელონ მასკთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არ დაგვეკარგა საზოგადოება, რომელიც ოკუპაციის ქვეშ მოექცა“ – თქვა ზელენსკიმ.
3 ოქტომბერს მასკმა თავის Twitter-ზე უკრაინას და რუსეთს “მშვიდობის ხელშეკრულების” თავისი ვერსია შესთავაზა. მისი აზრით, რუსი დამპყრობლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს კონტროლის ქვეშ აუცილებელია განმეორებითი „არჩევნების“ ჩატარება. მასკის თქმით, რუსეთი წავა “თუ ეს ხალხის ნებაა”.
მასკიმ თქვა, რომ ომის შემდეგ დროებით ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება, ხოლო სხვა ოკუპირებულ რეგიონებში განმეორებითი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
SpaceX-ის დამფუძნებელს ასევე მიაჩნია, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია “როგორც ეს იყო 1783 წლიდან”, რადგან კუნძული, სავარაუდოდ, უკრაინის ნაწილი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვის შეცდომის გამო. გარდა ამისა, მასკი უკრაინას ყირიმისთვის წყლის მიწოდების აღდგენას და ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებას სთავაზობს.
მასკის „მშვიდობის“ ხედვას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი გამოეხმაურა. OP-ის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა შემოგვთავაზა ვარიანტი, რომლის მიხედვითაც უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმს ჩათვლით.
მოგვიანებით მასკის სკანდალურ ტვიტებზე ზელენსკიც გამოეხმაურა . ზელენსკიმ გამოაქვეყნა გამოკითხვა “რომელი ელონ მასკი უფრო მოგწონს?” პასუხის ორი ვარიანტით: “ის, ვინც უკრაინას უჭერს მხარს” ან “ის, ვინც მხარს უჭერს რუსეთს”.
ავტორი