უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის პარლამენტი კენჭს უყრის ახალ კანონს, რომელიც აკრძალავს რელიგიური ორგანიზაციების ფუნქციონირებას „გავლენის ცენტრებთან“ რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან, რათა თავიდან აიცილოს უკრაინელების „მანიპულირების შესაძლებლობა
“სამწუხაროდ, რუსეთის ტერორმა და სრულმასშტაბიანმა ომმაც კი ვერ დაარწმუნა ზოგიერთი ფიგურა, რომ ღირს ბოროტების ცდუნების დაძლევა. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რომ აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ არცერთ აქტორს არ ექნება საშუალება უკრაინელებით მანიპულირება და დასუსტება უკრაინის შიგნიდან.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას წარუდგინოს უზენაეს რადას [უკრაინის პარლამენტი] კანონპროექტი, რომელიც შეუძლებელს გახდის რუსეთის ფედერაციაში გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების ფუნქციონირებას უკრაინაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა
კანონი მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა 22 ნოემბერს, კიევში ისტორიული მართლმადიდებლური ქრისტიანული მონასტერში ,,კიევის პეჩერსკის ლავრაში“ ჩხრეკა ჩაატარა, რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო „დივერსიული მოქმედებების“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
რეიდი მიზნად ისახავდა „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შენობების გამოყენებას დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, იარაღის შესანახად“, – თქვა SBU-მ.
ზელენსკის თქმით, ყველა ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, უნდა გააძლიეროს ზომები უკრაინის რელიგიურ გარემოში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების იდენტიფიცირებისა და წინააღმდეგობის მიზნით.
თავის განცხადებაში ზელენსკიმ, ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მართვის სტატუტის „რელიგიური ექსპერტიზა“ ჩატარდება
„მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო–კანონიკური კავშირის არსებობისთვის და საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მისაღებად.
ეს და სხვა გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს “უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობის გარანტიას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მაისში, უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და მისი ლიდერის პატრიარქი კირილეს განცხადება ომის გამო და განაცხადა, რომ შეჭრას მიიჩნევს “ღვთის მცნების დარღვევად, არ მოკლა“.
ცნობისთვის, კირილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და მხარს უჭერს უკრაინის ომს.
ავტორი