6 დეკემბრის ჩათვლით, გურიაში, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას თქმით, 7 დეკემბრამდე იწვიმებს, მაღალ მთაში კი ითოვებს.
მანვე აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული 4 დეკემბერს მთიან რაიონებშიც თოვლჭყაპი დაფიქსირდეს, 5-6 დეკემბერს კი წამოთოვს.
“3-4 დეკემბერს ნარჩუნდება შედარებით თბილი ამინდი. დაახლოებით +9, +11 გრადუსი. მთებში ხვალ და ზეგ დღის პირველ ნახევარში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ინტენსიური ნალექი მოსალოდნელია 3 დეკემბრის დღის ბოლოს და 4 დეკემბრის ღამეს.
მთიან რაიონებში, 5 დეკემბრიდან ჰაერის ტემპერატურა ნულს მიუახლოვდება, მაღალ მთიან რაიონებში -5 გრადუსი, ხოლო ბახმაროზე არ არის გამორიცხული -7 გრადუსის დაფიქსირებაც. გამოიდარებს 7 დეკემბერს,_ განაცხადა გვაზავამ.
ავტორი