ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 90 პროცენტს ახლა აქვს გარკვეული იმუნიტეტი SARS-CoV-2-ის მიმართ, ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის გამო“, – თქვა minti-ს ინფორმაციით, ტედროსმა.
თუმცა მანვე აღნიშნა, რომ დაკვირვების, ტესტირების და ვაქცინაციის ხარვეზები აგრძელებს სრულყოფილი პირობების შექმნას შეშფოთების ახალი ვარიანტისთვის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, ქვეყნებში აღირიცხა 6.6 მილიონი სიკვდილი, თითქმის 640 მილიონი რეგისტრირებული შემთხვევიდან, მაგრამ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არ ასახავს ნამდვილ ზარალს.
ტედროსმა თქვა, რომ გასულ კვირას კორონავირუსით გარდაცვალების 8500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამავდროულად, ჩინეთში პანდემიასთან ბრძოლა გრძელდება. 2 დეკემბერს, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 33,073 შემთხვევა დაფიქსირდა.