ირანული მედიის ცნობით, ორ თვეზე მეტი ხნის საპროტესტო აქციების შემდეგ, ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მორალის პოლიცია გაუქმდება.
„მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან და გაუქმდა“, – თქვა გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა საინფორმაციო სააგენტო ISNA- თან.
თუმცა, გაურკვეველია, ეს სისტემა შეიქმნება თუ არა ისევ, ოღონდ სხვა სახელითა და განსხვავებული კონტექსტით.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა განმარტეს, რომ სასიკვდილო განაჩენი და სამართალწარმოება “ზნეობრივი” დანაშაულებისთვის გაგრძელდება.
”რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემა აგრძელებს ქცევითი ქმედებების მონიტორინგს,” – თქვა მონთაზერმა.
ირანში “მორალის პოლიციის” ქვედანაყოფებმა პატრულირება 2006 წელს დაიწყეს. მორალის პოლიცია, შეიქმნა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის დროს, რათა ქალებში გაევრცელებინა „მოკრძალებისა და ჰიჯაბის ტარების კულტურა“.
სექტემბერში, 22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციის პატიმრობაში გარდაიცვალა. იგი დააკავეს ჰიჯაბის არ ტარების გამო. მესამე თვეა ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს.
ცნობისთვის საპროტესტო აქციები ირანში უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის “მორალის პოლიციამ” ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.
ავტორი