უკრაინამ პრორუს სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა, რომლებიც დაკავშირებულია პრომოსკოვურ ეკლესიასთან, იმ მოტივით, რომ ისინი შეთანხმდნენ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან მუშაობაზე ან გაამართლეს მოსკოვის შეჭრა უკრაინაში – ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა.
როგორც უწყების ნგანცხადებაშია ნათქვამი, 10 სასულიერო პირი სხვადასხვაგვარად შეთანხმდა საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ხელს უწყობდნენ პრორუსულ ნარატივს და ამართლებდნენ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქცირებული სასულიერო პირების უმეტესობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ან საზღვარგარეთ ცხოვრობს.
უკრაინამ, ასევე სანქციები დაუწესა პრომოსკოვის ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებს.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ყოვლისმომცველ მუშაობას უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვაზე და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინელი სამართალდამცავები 2022 წლის 22 ნოემბერს კიევში, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე, კიევის პეჩორსკის ლავრის მონასტრის ერთ–ერთ ეკლესიაში ჩხრეკა ჩაატარა.
ავტორი