“თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად!”_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელ ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი აქვეყნებს.
მისი ინფორმაციითვე, ბახმუტთან, ბოლო დღეებში,მტრის ალყაში მოექცნენ უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ.
ერმაკის თქმით, ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის!