დაიწყება თუ არა ახალი აქციები ოზურგეთში? შესაძლო, კომპანია „გულისტანის“ თანამშრომლები ისევ გაიფიცნონ.
ამ წუთებში კომპანიის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებების სერია მიმდინარეობს. თბილისიდან ჩამოსულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი ნინო რურუა.
“გურია ნიუსი“ ნინო რურუას დაუკავშირდა და ესაუბრა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. “გულისტანის თანამშრომლებმა და საქართველოს პროფკავშირებმა ჯანდაცვის მინისტრს წერილობით მოთხოვეს მედიაციის დანიშვნა. ჩამოვედი და დაიწყო მოლაპარაკებები. ხვალ, არის ამ მოლაპრაკებების ბოლო დღე და იმედი მაქვს ეს საქმე აქციამდე, არ მივა, “ – გვითხრა ნინო რურუამ.
რურუას თქმით, „გულისტანის“ თანამშრომლები ითხოვენ გათავისუფლებული ერთ-ერთი თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას, ხელფასების მატებას და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას საწარმოში.
ცნობისთვის, “გულისტანის“ თანამშრომლების გაფიცვა პირველად 2021 წელს მოხდა. 36 – დღიანმა გაფიცვამ შედეგი გამოიღო და კომპანიამ თანამშრომლების მოთხოვნის შესრულება დაიწყო.
დაიწყება თუ არა ახალი აქციები ოზურგეთში, ეს ხვალ გახდება ცნობილი.