როგორც ვიტყობინებოდით, “გულისტანის“ მუშებმა შესაძლოა აქციები ისე განაახლონ.
ერთ-ერთმა მუშამ “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მცირედი კომენტარით შემოიფარგლება.
„„გულისტანიდან“ გაათავისუფლეს ერთ-ერთი მუშა. ჩვენი ინფორმაციით, მისი გათავისუფლება უკანონო არის, ამიტომ ვითხოვთ მის დაბრუნებას სამუშაოზე. ასევე ვითხოვთ ხელფასების მატებას. დანარჩენ მოთხოვნებს გავაჟღერებთ მოგვიანებით. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკები და ამიტომ თავს შევიკავებ დეტალებზე ვისაუბრო”,_ ამბობს ის.
თუ ეს მოთხოვნები, არ შესრულდება „გულისტანის“ მუშები მშვიდობიან საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
ფოტო: არქივი