დღეს ქუთაისში, ნიკეას საფეხბურთო ბაზაზე მდებარე სტადიონზე, ,,სამტრედიის” გამარჯვებით დასრულდა წარსულში დამსახურებული მწვრთნელის, ჯუმბერ ჯალაღანიას ხსოვნის ტურნირი, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში იმერეთის რეგიონის 8 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის იყო სამტრედიის ,, სამტრედიას” U 11 გუნდი. მთავარი მწვრთნელი ოთიკო ზაქარეიშვილი, მწვრთნელები ლერი მეგენეიშვილი, მიხეილ ბანძავა, გიგა ხურცილავა.
,,სამტრედიას” ტურნირში ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაში მოუწია: ორში მოგება და ერთში ფრე. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩატარდა ნახევარფინალი, სადაც ,,სამტრედიის” მეტოქე ქუთაისის ,,მართვე” იყო. შეხვედრა ,, სამტრედიის” გამარჯვებით , ანგარიშით 3:0 დასრულდა.
დღეს კი ფინალში ,,სამტრედიის” მეტოქე ქუთაისის ,, ტორპედო” გახლდათ. ეს უკანასკნელი დიდი და მშრალი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა სამტრედიის ,,სამტრედიამ” და ჯუმბერ ჯალაღანიას სახელობის თასს დაეუფლა.