შემცირდა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი,_ ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკეთა.
შოლცმა თქვა, რომ მისმა ბოლო ვიზიტმა ჩინეთში ხელი შეუწყო ბირთვული ესკალაციის საფრთხის „შეჩერებას“.
„რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა საერთაშორისო თანამეგობრობის წითელი ხაზის მონიშვნის საპასუხოდ“,_ განაცხადა შოლცმა.
მან თქვა, რომ ის და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ “ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული” და რომ G20-ის ქვეყნებმა ეს პოზიცია ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
გერმანიის კანცლერის კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის რისკი “მზარდია – ამის დამალვა არასწორი იქნებოდა”.