გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს – სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნო. „ვასრულებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას – გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტი, რომლის ღირებულებაც 575 705 ლარს შეადგენს, მომავალი წლის აპრილის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 2 000 მეტრი სიგრძის გზა. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის!“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)