მოსკოვში მეშჩანსკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კრემლის კრიტიკოსი ილია იაშინი დამნაშავედ ცნო რუსეთის შეარაღებული ძალების შესახებ ,,FACEBOOK” – ში ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში. მოსამართლემ მას 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
იაშინმა სასამართლოზე თქვა, რომ მისი მისია სიმართლის თქმაა და ამას გისოსებს მიღმაც არ დათმობს – “ბოლოს და ბოლოს, ციტირებს კლასიკას: „ტყუილი მონების რელიგიაა”.
იაშინმა ბუჩაში, რომელიც რუსების ოკუპაციის ქვეშ იყო, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ამაში რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ. სასამართლოს თქმით, მან გააჟღერა ინფორმაცია, რომელიც განსხვავდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიციისგან, თანამედროვე რუსეთში ეს დანაშაულია.
სახელმწიფო პროკურატურამ მას ცხრა წლიანი პატიმრობას მოითხოვდა, შემდეგ კი ინტერნეტით სარგებლობის ოთხწლიანი აკრძალვა.
იაშინმა ბოლო სიტყვაში თქვა, რომ ჯობია ათი წლით თავისუფლების აღკვეთა (ეს არის მაქსიმალური სასჯელი მისთვის წაყენებული მუხლით), ვიდრე “სირცხვილით ჩუმად დაიწვა”
სასამართლოს წინაშე მის საბოლოო სიტყვაში, იაშინმა პირდაპირ მიმართა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, დაახასიათა ის, როგორც “ამ ხოცვაზე პასუხისმგებელი პირი” და სთხოვა “შეწყვიტოს ეს სიგიჟე”.
ავტორი