მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელ თანამფლობელს ჯილდოზე უარის თქმა მოსთხოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, იან რაჩინსკიმ თქვა, რომ მას კრემლმა უთხრა, არ მიეღო პრიზი, რადგან ორი სხვა თანალაურეატი – უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია და დაპატიმრებული ბელარუსის უფლებადამცველი – ჩათვალეს “შეუსაბამოდ”.
მემორიალი რუსეთის სამოქალაქო უფლებების დაცვის ერთ-ერთი უძველესი ჯგუფია და მთავრობამ გასულ წელს დახურა.
კომენტარისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ.
BBC-ის გადაცემა HARDtalk-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბატონმა რაჩინსკიმ თქვა, რომ მის ორგანიზაციას ურჩიეს უარი ეთქვა ჯილდოზე, მაგრამ „ბუნებრივია, ჩვენ არ მივიღეთ ეს რჩევა“.
მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის მიუხედავად, ბატონმა რაჩინსკიმ თქვა, რომ მემორიალის მუშაობა არსებითი რჩება.
„დღევანდელ რუსეთში არავის პირადი უსაფრთხოების გარანტია არ შეიძლება“, – თქვა მან. “დიახ, ბევრი დაიღუპა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რა იწვევს სახელმწიფოს დაუსჯელობას… როგორმე უნდა გამოვიდეთ ამ ორმოდან.”