2:1, ასეთი ანგარიშით და სამტრედიის ,,სამტრედიას” გამარჯვებით დასრულდა დღეს თბილისის ,,ავაზასთან” ,,ბენდელას თასის” გათამაშების ტურნირის მეორე შეხვედრა.
პირველ ტაიმში საბა თოფურიძის გატანილი გოლით დაწინაურდა სამტრედიის გუნდი, თუმცა მოწინააღმდეგემ პირველივე ტაიმში შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მეორე ტაიმში ნიკოლოზ ჩომახიძის გატანილი გოლით დღეს სამტრედიის ,,სამტრედიამ” მორიგი გამარჯვება იზეიმა.
მთავარი მწვრთნელი ოთიკო ზაქარეიშვილი, მწვრთნელი ლერი მეგენეიშვილი.
,,თამაშები თბილისში, ბენდელას სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს. გუშინაც მოვიგეთ. რაც შეეხება დღევანდელ გამარჯვებას, ,,ავაზასთან” მოგებით ჯგუფიდან გასვლა გავინაღდეთ,”-,, გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა სამტრედიის ,,სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა, ოთიკო ზაქარეიშვილმა.
ავტორი