ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყოველწლიური ყრილობის ერთ–ერთი განსახილველი საკითხი მდიდარ და ღარიბ ჩინელებს შორის ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ არსებული სხვაობის კიდევ უფრო გაზრდა გახდა.
ცნობილი გახდა, რომ 70-მდე ჩინელი პარლამენტარის ქონებამ 75 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ამ სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები, მათ შორის, „ჰანჯოუ ვაჰაჰას გროუპის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და კომპარტიის წევრი ძუნ ცინხოუ, რომელიც ჩინელი მილიარდერების სიას უდგას სათავეში. მისი ქონება 12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ცნობისთვის, ამერიკის 70 უმდიდრესი კონგრესმენის საერთო ქონება დღესდღეობით მხოლოდ 4,8 მილიარდი დოლარია.
ავტორი