მამაკაცების ოთხმოცი პროცენტი მშიშარაა და ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თაყვანისმცემელი, რომელიც გუშინ სიყვარულს გეფიცებოდათ, დღეს უკვალოდ გაქრეს. თქვენ შეიძლება, სამომავლო გეგმებიც კი გქონდათ უკვე დაწყობილი, მაგრამ…
დავიწყოთ იმით, რომ თქვენ ამაში დამნაშავე არ ხართ. ის, რომ ზოგიერთ ქალს შესანიშნავად გამოსდის ურთიერთობა მამაკაცებთან და ისინი მის გარშემო ბუზებივით ირევიან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამ ქალებზე ნაკლები ხართ ჭკუით ან გარეგნობით.
მიზეზი სხვაა. მათ იციან ის, რისთვისაც თქვენ ყურადღება არ მიგიქცევიათ. მაგალითად, ის, რომ კაცები მშიშრები არიან. ამას მათ დასამცირებლად, ან შეურაცხყოფისთვის არ ვამბობთ. არც იმას ვცდილობთ, რომ ვინმეს მამაკაცური ღირსება დავაკნინოთ. ამ სიტუაციაში მთავარი ქალის საქციელია. სწორედ ეს განაპირობებს მამაკაცის შემდგომ ნაბიჯებს ურთიერთობაში.
მამაკაცების უმრავლესობას ურჩევნია, თავის გვერდით არა თავდახრილი მონა ჰყავდეს, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს მის ყველა ახირებას, არამედ პიროვნება – მიზანდასახული, წარმატებული და შემდგარი. თანასწორი, რომელთანაც ცხოვრება საინტერესო იქნება. შეიძლება, მამაკაცი არც აღიარებდეს და ხმამაღლა არ ამბობდეს ამას, მაგრამ ეს ასეა. თუ არ დააფასებთ საკუთარ თავს და კაცის წინაშე თავდახრილი, შემცბარი და მუდმივად სინდისის ქენჯნის განცდით იქნებით, მას თქვენთან ურთიერთობა აღარ მოუნდება!
ავტორი