დღეს ქალაქ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, “დემოკრატიის მცველები” კამპანიის – “ევროპა ხარ შენ!” _ ფარგლებში მოსახლეობის ერთ ნაწილსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი იყო კამპანიის გეგმებზე და სამომავლოდ ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
გიორგი მშვენიერაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს თქვა:
_ იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლებში და ბოლო თვეებში განსაკუთრებით ძალიან ბევრი პოლიტიკოსისგან და სხვა ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფებისგან ისმის რიტორიკა, რომელიც ანტიდასავლური შინაარსის არის და ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო უარესის შინაარსი არის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისადმი ინფორმირება. მომრავლებული ტრო-ბოტების შემთხვევაში მაინც მის აკეთებს და ადამიანებს დავანახოთ, რა არის რეალობა. ასევე ხალხთან ერთად დავგეგმოთ, რომ ისინი იყვნენ ჩართულები სწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რადგან საქართველომ მიიღოს 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე რამდენად შესაძლებელია და მოსალოდნელია 2023 წელს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, გიორგი მშვენიერაძემ გვიპასუხა:
_ რეალურად ევროკავშირმა ჩვენ ამაზე ცხადი პასუხი გაგვცა, რომ ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს. ოღონდ, ქართველი ხალხი ამ დამსახურებას სჭირდება სათანადო ნაბიჯების გადადგა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უფრო მეტად ნებას აჩვენებს დემოკრატიული განვითარების ვიდრე შესაძლებელია ყველა აქტზე კონკრეტული შედეგის დადგომას. მთავარი არის ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ ჩვენვე ვაიძულოთ ხელისუფლება ან მათ ავუხსნათ კარგად თუ ისინი ამ მიზანს არ მიაღწევენ საზოგადოებისგან მათ ექნება პასუხი. _ გვიპასუხა გიორგი მშვენიერაძე.
ავტორი