ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი, არჩილ ნიჟარაძე ავრცელებს.
როგორც ნიჟარაზე წერს, მამაკაცს ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში ბრალს უყენებენ.
“მოკლედ, ვინ არ დამიცვია კაცო, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და აშ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არათუ არ მქონია, არც გამიგია. ესე იგი, ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად, არა არ მოგესმათ, ხო, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად.
ახლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ მძარცველიაო. მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალიი, _ წერს ადვოკატი.
შემთხვევა ქუთაისში გუშინ მოხდა.