ქალაქ თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს პირველობა სამბოში, რომელიც ორი დღის განმავლობაში, 16 და 17 დეკემბერს მიმდინარეობდა.
მასში მონაწილეობდნენ სამტრედიელი სპორტსმენები. მათ შორის იყო მოქმედი ევროპის პრიზიორი გიორგი ზაქარიაძე, რომელმაც შეძლო და დაიკავა ისევ პირველი ადგილი საქართველოს პირველობაზე.ამით მან მოიპოვა გაზაფხულზე გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საგზური.
ასევე მძიმე წონაში მონაწილეობდა დავით ბაღდავაძე, რომელიც ამჯერად ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 98 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასევე მონაწილეობდა სერგო გოგიშვილი, რომელიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მწვრთნელი ავთანდილ თარგამაძე.
ავტორი