გურიაში, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი შეიცვლება_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღეს, გურიაში თბილი უნალექო ამინდი ნარჩუნდება, ჰაერის მაღალი ტემპერატურით +17, +19 გრადუსით, ხოლო საღამოდან უკვე იწყება შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა. ამიტომ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის გურიაშიც, იწვიმებს, მაღალ მთიან რაიონებში თოვლჭყაპი დაფიქსირდება.
20 დეკემბრის დღის ბოლოსკენ გამოიდარებს. ეს ცივი ჰაერის მასების შემოჭრა იმოქმედებს ჰაერის ტემპერატურაზე და დაიკლებს, დაბლობ რაიონებში ეციება, +8, +10 გრადუსამდე დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, ხოლო მაღალ მთიან რაიონებში უარყოფითი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდება 0, -5 გრადუსი.
შედარებით თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება 21- 24 დეკემბრის განმავლობაში. 26 დეკემბერს კი კვლავ ნალექია მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.
ავტორი