უკრაინელებმა “უძლეველობის ნაძვის ხე” დაამონტაჟეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაივში მოხალისეებმა შენიღბვის ბადეებისგან ნაძვის ხე გააკეთეს.
საშობაო არდადეგების შემდეგ ბადეები ფრონტზე მებრძოლ ჯარისკაცებს გადაეცემათ.
ადგილობრივმა მაცხოვრებელმა თქვა: „ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ არა მხოლოდ შობა-ახალი წელი, არამედ გვინდა აღვნიშნოთ გამარჯვებაც“.