2022 წლის 17-18 დეკემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტიტოლოვან მოჭიდავეებთან ერთად ქართველი ფალავნებიც მონაწილეობდნენ.
ქართველ მოჭიდავეთა შორის იყო ლანჩხუთში ლუკა ლომაძე, რომელიც ამჟამად ქალაქ ბათუმში აგრძელებს სპორტულ კარიერას. 71 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ლომაძე ერევანში გამართული ტურნირის გამარჯვებული გახდა.
,,ტურნირში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, პრიზიორები იღებდნენ მონაწილეობას.71-კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას იცავდა ლუკა, რომელმაც ოთხი შეხვედრიდან ყველა წარმატებით დაასრულა და დაეუფლა ოქროს მედალს.“-ამბობს ლუკას მამა და ამავდროულად მწვრთნელი გოჩა ლომაძე.
ავტორი