საძმაკაცოს ცა ჩამოგვექცა!
ჩვენი შვილი ვაჩე ვაშაკიძე აღარ არის!
ტრაგედია გვჭირს ხალხო…
სახელმწიფო ამორფულია!
სისტემის უსამართლობა და უსუსურობა ვერ იცავს შთამომავლობას..!
ნარკოტიკები საახალწლო კანფეტებივით იყიდება და ღუპავს ჩვენს მომავალს…
ჩვენი უყურადღებობაა ყველაფრის მიზეზი!!
ტრაფიკის ხელშემწყობებო დაიწვით ცეცხლში!!!
ვაჩე! ჩემო ძმისშვილო, ჩვენო საფიცარო ბიჭო, ჩაიძინე და ღრმა ძილში დარჩი სამუდამოდ..
ჩვენ კი დაგვტოვე ბრალეულები შენს სიკვდილში!
გვაპატიე შვილო, რომ სათანადოდ ვერ მოგხედეთ…
განისვენე მშვიდად და ღმერთმა მიგიბაროს სამარადისოდ! _ წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი მიხეილ ანდღულაძე.