ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ტრადიციულ დილის მოხსენებაში ომის 301-ე დღეს რუსული არმიის ქვედანაყოფების პერსპექტივებს ბახმუტის მიმართულებით აფასებს, მას შემდეგ რაც ისინი ბახმუტის გარეუბანში გადავიდნენ.
როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, გასული კვირის განმავლობაში, რუსი სამხედროები და ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები ოდნავ დაწინაურდნენ დონეცკის რეგიონში, ბახმუტის აღმოსავლეთ გარეუბანში.
დაზვერვაში ფიქრობენ, რომ რუსული ქვეითი ჯარი, ახლა ალბათ ქალაქის აღმოსავლეთ ინდუსტრიულ რაიონებშია შემორჩენილი და დროდადრო ცდილობენ საცხოვრებელ უბნებთან მიახლოებას, სადაც ქუჩის ბრძოლები გრძელდება.
ინტენსიური ბრძოლები ბახმუტის მიმართულებით 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ფრონტის ხაზი ძირითადად გადიოდა ღია ტერიტორიებზე ქალაქის აღმოსავლეთ მისადგომებთან.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივლისში რუსული ძალები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიდამოებში დაწინაურდნენ, ომის დასახლებებში გაჭიანურებული ფართომასშტაბიანი ბრძოლები არ მომხდარა.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის ომი მოითხოვს მაღალკვალიფიციურ ქვეითებს და უმცროსი სამეთაურო პერსონალის დიდ პროფესიონალიზმს, ცუდად გაწვრთნილი Wagner PMC მებრძოლები და მობილიზებული რუსული არმიის რეზერვისტები ძნელად უმკლავდებიან ასეთ ამოცანებს.
ავტორი