აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 1,8 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუგზავნის, რომელიც მოიცავს Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ორმხრივ შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ სისტემის გამოყენებისთვის წვრთნებს გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ეს რაკეტები იქნება “კრიტიკული აქტივი” უკრაინის თავდაცვისთვის.
„აუცილებელი წვრთნების დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდება“ სისტემის მუშაობისთვის, მაგრამ თქვა, რომ „პატრიოტის“ რაკეტები იქნება „კრიტიკული აქტივი“ უკრაინის თავდაცვისთვის”, – თქვა ბაიდენმა.
აშშ–ს პრეზიდენტმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ვალდებულია უზრუნველყოს უკრაინის დაცვა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა უკრაინას მხარს დაუჭერს, მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესის წევრებს უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერისთვის, მათ შორის უახლესი, დამატებითი 45 მილიარდი დოლარის პაკეტის ჩათვლით.
დახმარების ახალი პაკეტში კი შედის: „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა და საბრძოლო მასალა; დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის; 500 მაღალი სიზუსტის საარტილერიო 155 მმ ჭურვი; ნაღმტყორცნები და ჭურვები მათთვის; 120 მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWVs); ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა, აღჭურვილობა, ტაქტიკურად დაცული კომუნიკაციის საშუალებები.
უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის მიწოდებაზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმაც ისაუბრა, მისი თქმით, ის ყველაზე მეტად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას და უკრაინისთვის უსაფრთხო საჰაერო სივრცეს შექმნის.
ავტორი