უკრაინა არ დაეცა, ცოცხალია და იბრძვის – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.
მან მადლობა გადაუხადა ამერიკელებს და „ყველას, ვინც აფასებს თავისუფლებას და სამართლიანობას“ უკრაინის დასახმარებლად გაწეული ძალისხმევისთვის.
,,ძალიან დიდი მადლობა. ეს [ოვაციები] ჩემთვის ზედმეტია, ყველაფერი ეს ჩვენს შესანიშნავ ხალხს ეძღვნება. ძალიან დიდი მადლობა.
ძვირფასო ამერიკელებო, ყველა შტატში, ქალაქსა და თემში – ყველას, ვინც აფასებთ თავისუფლებასა და სამართლიანობას. და ადიდებს მას ისე, როგორც ადიდებენ უკრაინულ ქალაქსა თუ ოჯახში, ვიმედოვნებთ, პატივისცემისა და მადლიერების გამომხატველი ჩემი სიტყვები მიაღწევს თითოეული ამერიკელის გულამდე.
ყოველგვარი შანსების, განწირული და ბნელი სცენარის საწინააღმდეგოდ, უკრაინა არ დაეცა. უკრაინა ცოცხალია და იბრძვის,“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავტორი