ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადანაშაულა ჩრდილოეთ კორეა რუსეთის დაქირავებული ჯგუფ ვაგნერისთვის საბრძოლო რაკეტების მიწოდებაში უკრაინაში გამოსაყენებლად.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გადაზიდვა არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და ვაგნერის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გამოაცხადებენ.
ჩრდილოეთ კორეამ და ვაგნერმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
დაქირავებული ჯგუფის მებრძოლები უკრაინაში 1,000-დან თითქმის 20,000-მდე გაიზარდა,_ ამბობენ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში.
როგორც ცნობილია, ჯგუფი ასევე აქტიურობდა ბოლო დროს სირიასა და აფრიკის ქვეყნებში და არაერთხელ იყო ბრალდებული ომის დანაშაულებში და ადამიანის უფლებების დარღვევაში.