უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები სავარაუდოდ, უკრაინაში განთავსდება დაახლოებით ექვს თვეში, მას შემდეგ რაც ყველა საჭირო მომზადება დასრულდება. ამის შესახებ მინისტრმა AP-სთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Ukrinform.
კულებამ ასევე განაცხადა, რომ ის “აბსოლუტურად კმაყოფილია” პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შედეგებით.
მან განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რათა პატრიოტის სარაკეტო ბატარეა მოემზადოს ქვეყანაში ექვს თვეზე ნაკლებ დროში გამოსაყენებლად.
ჩვეულებრივ, ტრენინგი ერთ წლამდე გრძელდება.