“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, კახი კალაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ საკაშვილს შეიწყალებს ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს.
“არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარ კამპანია.
თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ძალიან მძიმე ზოგადად მისი კარიერისთვის, ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება”, – თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ არაერთმა ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა მოუწოდა. ამავე მოთხოვნით მეოთხე დღეა აქციაც იმართება.
წყარო: mtavari.tv