რუსმა ჯარისკაცმა მატარებელში ქვედანაყოფის მეთაური სასიკვდილოდ სცემა,_ ინფორმაციას ukrinform რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევის შემდეგ მეთაური გარდაიცვალა, ხოლო ჯარისკაცი დააკავეს.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საშტატო მანქანის კუპეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულს შელაპარაკება მოუვიდა მის მეთაურთან, რომელიც ასევე მობილიზებული სამხედრო მოსამსახურე (კაპიტანი) იყო. მუშტებით ჩხუბი მოხდა, რა დროსაც კაპიტანმა სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.
სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამხედრო უფროსზე ძალადობის მუხლით აღიძრა. სერჟანტს 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.