ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების დროს, სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წელს ოზურგეთელმა სპორტსმენებმა ჯამში 356 მედალი მოიპოვეს.
“გვეამაყება ოზურგეთელი სპორტსმენების წარმატებები, რომლებმაც 2022 წელს, არაერთ საერთაშორისო თუ ეროვნულ ჩემპიონატზე არაერთხელ გვასახელეს. მთლიან ჯამში, მოიპოვეს 356 მედალი. აქედან, 111 იყო ოქროს მედალი, 107 _ ვერცხლი მედალი და 138 ბრინჯაოს მედალი _ ეს არის საქართველოს პირველობა და ევროპის ჩემპიონატი.
საერთაშორისო ჩემპიონატზე ოზურგეთელმა სპორტსმენებმა 14 მედალი მოიპოვეს _ 3 ოქროს მედალი, 5 ვერცხლის მედალი და 6 ბრინჯაოს მედალი“, _ თქვა ავთანდილ თალაკვაძემ.
ეს არ არის სრული მონაცემები, რადგან თალაკვაძის ამ გამოსვლის შემდეგ ოზურგეთელმა სპორტსმენებმა კიდევ მოიპოვეს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.
ავტორი