თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტრადიციული, საახალწლო ,,თბილისის თასის” გათამაშება გაიმართა ელვისებურ ჭადრაკში.
ასპარეზობა ორ ტურნირად: ქალთა და ვაჟთა შორის ჩატარდა. შეჯიბრი 82 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 2 200 ლარს შეადგენდა. ვაჟთა ასპარეზობისას მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი, დავით ჯოჯუა. ქალთა ასპარეზობა უფრო დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა და ფინიშზე მოპოვებული გამარჯვებებით პირველობა 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა, სოფიკო ხუხაშვილმა დაისაკუთრა.
საბოლოო შედეგები კი ასეთია: ვაჟები I ადგილი – დავით ჯოჯუა (2508) – 8 ქულა; II ადგილი – ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2410) – 7 ქულა; III ადგილი – მერაბ გაგუნაშვილი (2548) – 7 ქულა; ქალები – I ადგილი – სოფიკო ხუხაშვილი (2292) – 7 ქულა; II ადგილი – მაკა ფურცელაძე (2224) – 6,5 ქულა; III ადგილი – მარიამ თევზაძე (1786) – 6 ქულა.
ავტორი