https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მიბიძგებდა, დამეწერა რაღაც საშინელება და გამოვმშვიდობებოდი წუთისოფელს” _ გიორგი კეკელიძე

11:32; 31.12.2022
ფეისბუქსტატუსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩემი ამ წლის ამბავი ასეთია:

21 მაისს, როცა თვალი გავახილე, მოთეთრო ოთახში ვიწექი, თავთან გაღიმებული მეგობარი მეჯდა და მითხრა, რომ გადავრჩი, რომ ყველაფერი კარგად იყო და რომ მთელი საქართველო ღელავდა და ლოცულობდა ჩემთვის. სულ რაღაც ერთი წამით ძალიან გამიხარდა და მერე სიხარული სადღაც გაქრა. ვიღაც იფიქრებდა, რომ ეს იყო დაღმართის ფსკერი, მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი შემდეგ დაიწყო. კლინიკები. კლინიკები. გადასხმები. ბენზოდიაზეპინების საშინელი ბურუსი, რომელსაც განგაში მალევე ფანტავს და დაჭიმული სხეული ახალს ითხოვს.

მაშინდელ ფოტოს რომ ვუყურებ, ჰოლოკოსტის მსხვერპლის სურათია – სახე არეული, დახრილი წარბები და ჩავარდნილი, სასოწარკვეთილი თვალები. წონა – 58 კილოგრამი. კანკალი. კანკალი. გულისრევა. საზარელი, აკვიატებული ფიქრები. ყველა ძველი და ახალი შიში ერთად მოდის და არც კი აკაკუნებს – კარი ღია ხვდება. ბავშვობის უწყინარ ცოდვებზეც კი დიდი სინანული და თვითგვემა. მარტივი შეცდომები საზარელ, მოუნანიებელ დანაშაულად წარმოგიდგენია. არამარტივი ხომ საერთოდ.

დილით, საათით ჩაძინებულს, ყვირილით გეღვიძება და გულმკერდზე რაღაც გაწვება, თითქოს ხორცი უნდა გამოგლიჯოს. ამაზრზენი დერეალიზაცია – სამყარო შუშის კედლებს მიღმაა, ხედავ და ვერ ეხები – შენ სხვაგან ხარ, დანარჩენები სხვაგან. შეუჩერებული, სპაზმური სლოკინი, ძილშიც კი.

დავდიოდი კედელს მიყრდნობილი, ლოკოკინას სიჩქარით. მერე, სადმე პალატის კუთხეში ჩავიმუხლებდი, თითებს სასათან მივიტანდი და წუთით ვიჩერებდი ამ სლოკინს. მოდიოდნენ ექიმები, სხვადასხვა ხელობის. ზოგი მსჯელობდა რომ საყლაპავის ნერვი გაეყინათ სპაზმის შესაჩერებლად, ზოგიც, სხვა პროფილისა – წამალი შეეცვალათ. უკვე მეათასედ.

სახლში ბარემ ასი აცდენილი რეცეპტი მიდევს ახლაც. ზოგი ისრაელის კლინიკაში გადაყვანას ფიქრობდა, სადაც რეზისტენტულ დეპრესიას და შფოთვებს კარგად მკურნალობენ. მე ვიწექი და უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა ამაო ლაპარაკი. სრული უიმედობა. ფიქრი, რომ ეს მხოლოდ მე დამემართა, რომ მდგომარეობა სამუდამოა და ისევ ამ აღუწერელი ტანჯვის დასრულება სჯობს. თავს შემოუძახე და მისთანანი ხომ ყველაზე საშინელი სიტყვებია ამ დროს – მიდით და შემოუაძახეთ აბა, თუ გააგონებთ.

ვიწექი და ვხედავდი, როგორ იღლებოდნენ ადამიანები ჩემ ირგვლივ, რადგან თანაგრძნობაც საზღვრიანი განცდაა. ბოლოს ორი-სამიღა შემომრჩა. ვიწექი და ვუყურებდი ფანჯარას. ვფიქრობდი, რომ იქ, გარეთ დადიან სხვა ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები და მათსავით ყოფნა მიუწვდომელ საქმედ მიმაჩნდა – ნებისმიერ მომაკვდინებელ დაავადებაზე გავცვლიდი იმ ყოფას, ვინმეს რომ მოეტანა მსგავსი კონტრაქტი. ვიწექი და ვფიქრობდი იმ ადამიანებზეც, ვისაც ყველაზე რთულ დროს ხელი გავუწოდე, გზაზე დავაყენე, არაფერი დამიშავებია და შემდეგ ტალახის მსროლელთა რიგებში მოწინავედ დამდგარან.

ჩემი გასაჭირებისას პირში წყალჩაგუბებულებზეც ვფიქრობდი. რა საჭირო იყო ამგვარი ბანალური ფიქრით გაღიზიანება არ ვიცი. ან რა იყო აქ გასაკვირი და უცხო. ვფიქრობდი, ვფიქრობდი და იმაზე კი აღარ – რომ ადამიანი ადამიანია, გინდა ლიბერალი დაირქვას, გინდ კონსერვატორი და გინდა ანგელოზი. არც იმაზე, რომ ცხოვრება სამართლიანობის აუცილებლობას არ გულისხმობს. იმაზე მით უფრო ვერ ვფიქრობდი, რომ ათიათასობით კეთილი წერილი მოდიოდა, რომელთაც მერე ვეღარც ვკითხულობდი, საფოსტო ყუთის გახსნის შიში დამჩემდა და ძალაც აღარ მქონდა. არც ის მაიმედებდა, მნახველები რომ მეუბნებოდნენ დაზეპირებულ სიტყვებს, ყველას უყვარხარო და სხვანი. არამედ ვფიქრობდი, სუბიექტურად ვფიქრობდი და ეს ფიქრი და კიდევ სარკე, სადაც შემთხვევით თვალს მოვკრავდი ჩემს წაქცეულ სილეუტს, მიბიძგებდა, ამეღო ტელეფონი, დამეწერა რაღაც საშინელება, გამეშვირა თითი სხვისკენ და გამოვმშვიდობებოდი წუთისოფელს. მეორედ და საბოლოოდ, სიკვდილის მყარი გარანტიით.

წამიერი იყო ეს გაელვება, მაგრამ ძლიერი და მაცდუნებელი. იყო, მაგრამ გავიმარჯვე. მერე ასე მოხდა: სწორი ექიმების პოვნით, იმ ექიმებისგან სწორი წამლებისვე დაძებნით და არადამიანური ძალისხმევით ამოვძვერი ჭაობიდან, რომელიც არამხოლოდ ფიზიკურად მიღებდა ბოლოს, არამედ მეწვრილმანე ბოროტად ქცევასაც მიპირებდა. და ახლა მივიღე სამყარო, ისეთი, როგორიც არის – პატარა ადამიანებით, ცილისმწამებლებით, მოსეირეებით, უმადურებით, მიმტევებლებით, დიდი ადამიანებით, მოულოდნელი ადამიანებით, კეთილი ადამიანებით. მივიღე და გავუწოდე ხელი.

შფოთვების პერიოდული გაბრძოლებებით, მაგრამ დღეს გაცილებით ძლიერი ვარ და უფრო მაღალ მთებს მოვერევი. თუმცა მთავარი სხვა რამ არის – ზუსტად ვიცი, რომ მიუხედავად ამ სიძლიერისა, არაფერი დამთავრებულა – კიდევ წავიქცევი, კიდევ დავსუსტდები, კიდევ იქნება ტანჯვა და კიდევ გავიმარჯვებ, სანამ ოზურგეთში, კვირიკეთის პატარა სასაფლაოსკენ არ წამასვენებენ. ცხოვრება ყალბი სამოტივაციო ფრაზები არ არის. ეგ რომ იყოს, საშინლად მოსაწყენი იქნებოდა. საინტერესო და გასაძლები თავგადასავალია უფრო. მე თქვენ გვერდით ვარ ამ გაძლებისას. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ყველას! _ წერს მწერალი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

გიორგი კეკელიძე
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23 სექტემბერი, 2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14 სექტემბერი, 2026
ფეისბუქსტატუსები

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14 სექტემბერი, 2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13 სექტემბერი, 2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13 სექტემბერი, 2026

"ამ შობას ცრემლის გემო და სისხლის ფერი აქვს" _ ზალუჟნი

უკრაინის გენშტაბი - ხერსონში 200-მდე რუსი სამხედროა ლიკვიდირებული

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო