ჩოხატაურში საახალწლო კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ ადგილობრივი ბენდი “The Sons of Phirals” და მომღერალი თიკა ჯამბურია.
თოვლის ბაბუამ პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა.
ახალი წლის შემობრძანება ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ მიულოცა საზოგადოებას.
საღამო ფეიერვერკით დასრულდა.
კონცერტი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.