მესტიის მუნიციპალიტეტ ეცერის თემში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
ერთ-ერთი მოკლული პირი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა.
წყარო: primetime.ge