უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ ომის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინელი ხალხი იბრძვის, როგორც ერთი გუნდი.
„დიდ ომში პატარა ქმედებები არ არსებობს. არ არსებობს არც არასაჭირო ქმედებები. თითოეული ჩვენგანი მებრძოლია. თითოეული ჩვენგანი ფრონტია. თითოეული ჩვენგანი არის თავდაცვის საფუძველი. ჩვენ ვიბრძვით როგორც ერთი გუნდი – მთელი ქვეყანა, ყველა ჩვენი რეგიონი“, – წერს ზელენსკი.