ამერიკელი ტომ ჰენქსი მსოფლიოში სახელგანთქმული მსახიობია და ლოს-ანჯელესში მდებარე აპარტამენტებში სახლობს. მისტერ ტომს და მის ფრანგ კოლეგა ბრიჯიტ ბარდოს ერთი საერთო მიდრეკილება გააჩნიათ. ორივე მსახიობს ცხოველები განსაკუთრებით უყვართ.
ახალი წლის დღეებში ცხოველების მოყვარული ჰენქსი მეზობლების ჩივილის გამო სახლიდან გააგდეს. ამისი მიზეზი კი ისეთი უწყინარი ცხოველი აღმოჩნდა, როგორიც სკუნსია.
ეს ღრმად პატივცემული ბუნების შვილი კინოვარსკვლავის ბინაში ცხოვრობდა და აუტანელ სუნსაც გამოცემდა.
“სპეციფიური არომატი” მთელ სახლში ვრცელდებოდა და იქ მცხოვრებლებმაც დასახმარებლად ადგილობრივ საპატრულო სამსახურს უხმეს. წესრიგის დამცველებმა ჰენკს აპარტამენტების დაცლა, ან სკუნსთან განშორება მოსთხოვეს.
ტომი ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა. ოთხფეხა მეგობარს არ უღალატა და მასთან ერთად იქაურობა სამუდამოდ მიატოვა.
ავტორი