როდის დაიბადა ექვთიმე ღმრთისკაცი, 3 თუ 5 იანვარს? _ ამ თარიღებთან დაკავშირებით ყველაზე აქტიურად ახალი წლის დღეებში აქტიურად საუბრობენ.
ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლის, მედიცინის დოქტორმა, რეზო თაყაიშვილმა 2 წლის წინ პირველი არხის ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ბევრ გამოცემულ წიგნში დაბადების წელი და დაბადების თარიღი შეცდომით არის აღნიშნული. ასევე, მისთვის გაუგებარია, როგორ გახდა 3 იანვარი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღის თარიღად.
რეზო თაყაიშვილი დოკუმენტების საფუძველზე ამბობს, რომ ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1962 წლის 5 იანვარს.
სოფელ ლიხაურში მდებარე ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი რუსლან ურუშაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ “წელს ეს ოფიციალური ინფორმაცია არის, აღინიშნება ექვთიმეს 160 წლისთავი. ექვთიმე თაყაიშვილი დაბადებულია არა 1863 წელს, არამედ 1862 წელს. მეცნიერების ერთი ნაწილი ერთ აზრზე არიან, რომ ის დაიბადა 1963 წელს, მაგრამ არის ზუსტი ცნობები, რომ დაიბადა 1862 წელს. ახლა, რაც შეეხება დაბადების რიცხვი არის ძველი სტილით 5 იანვარი და ახალი სტილით 18 იანვარი.“ – გვითხრა რუსლან ურუშაძე.
როგორც ექვთიმე თაყაიშვილი თავის ავტობიოგრაფიაში იგონებდა, „მეტრიკის მიხედვით, დავბადებულვარ 1863 წლის 5 იანვარს, მაგრამ, შესაძლოა, ამაზე ერთი წლით უწინ მაინც უნდა ვიყო დაბადებული, ვინაიდან ჩვენში მეტრიკას მონათვლისას ადგენდნენ ხოლმე“.
ავტორი