შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან 18:00 საათზე დაწყებული აქცია დასრულებულია.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ კლინიკაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზინდეტის გათავისუფლებას.
აქციაზე გამომსვლელებმა თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამება კლინიკაში პუტინის დავალებით ხდება.
აქციაზე იყო ტრანსფარანტები, წარწერებით ,,ნუ მოკლავ პრეზიდენტს,” ,,მიშა ქვეყნის მომავალია”, “თავისუფლება სააკაშვილს”.
აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად გაიმართება.
მათ საქართველოს, აშშ-ს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები ჰქონდათ გამოფენილი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ავტორი